- ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვიტა, რომ სასწრაფო დახმარების ექიმები 500 – ლარიან დანამატს მიიღებენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ ჩვენ რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. დამატებით, საბჭოს მხრიდან, გუშინ, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“, – განაცხადა ტიკარაძემ.