- ზუგდიდის საკრებულოს სხდომის ბოლო საკითხების განხილვისას ხმაური და დაპირისპირება მოხდა, რაც „ქართული ოცნების“ დეპუტატის მიერ ფოტოების გამოფენას მოჰყვა, რომელზეც პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული წარწერები იყო დატანილი.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მაია კალანდიამ გამოფენილი ფოტომასალები დახია, რაც გახდა ძირითადი საფუძველი დეპუტატების ხმაურისა. ისინი შეუარაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ ერთმანეთს.
მაია კალანდიამ “ოცნების” დეპუტატს ოთარ ქადარიას წყალი შეასხა. დაძაბული ვითარება დაცვის სამსახურმა განმუხტა. საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ კი დეპუტატებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.
მოგვიანებით, სხდომა ისევ განახლდა და დეპუტატებმა: თაზო ფაცაციამ და ოთარ ქადარიამ საზოგადოებას მომხდარის გამო ბოდიში მოუხადეს.