- 8 ივნისიდან, საქართველოში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება. კერძოდ, ხვალიდან, მუშაობა შეეძლებათ დახურულ რესტორნებს და სასტუმროებს.
“გაიხსნება ყველა სახის მომსახურება რესტორნებში, ეს ნიშნავს, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ იმოქმედონ, 8 ივნისიდან ასევე გაიხსნება სასტუმროები, მხოლოდ ის სასტუმროები, რომლებსაც გავლილი ექნებათ ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ კონკრეტული სახის ნებართვა”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა 27 მაისს, პარლამენტში გამოსვლისას.