- მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს, 09:00 სთ-დან, გარკვეულ მონაკვეთზე გადაადგილება შეიზღუდება.
ავტომობილები კედიას ქუჩაზე მოსახვედრად იმოძრავებენ: რუსთაველის ქუჩა – გამსახურდიას გამზირი, თაბუკაშვილის ქუჩაზე-კოსტავას ქუჩა-კიტიას ქუჩა და ცალმხრივად ვახტანგ VI ქუჩის გავლით კედიას ქუჩაზე
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მოქალაქეებს..