- დღეს, ზუგდიდის მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მრავალბინიან კორპუსებში და დევნილთა დასახლებებში დეზინფექცია ჩატარდება.
“ჩვენ ვცდილობთ იმ ობიექტების დეზინფექციას, სადაც პირველ რიგში, არის ვირუსის გავრცელების მეტი რისკი, ასეთი ადგილებია მრავალბინიანი კორპუსები და დევნილთა ჩასახლებები. ხვალ 12 საათიდან დაიწყება სადარბაზოების დეზინფექცია სრულად”. – განუცხადა ჟურნალისტებს მერმა.