“ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ზუგდიდში დაიწყო ხელმოწერების შეგროვება საქართველოს ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწვეტის მიზნით. პარტიის ზუგდიდის ოფისის ინფორმაციით, მსურველებს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება “ენმ” პარტიის ოფისში შეეძლებათ. “ზუგდიდში უკვე დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომ შეწყდეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა. მსურველები შეგიძლიათ მობრძანდეთ ზუგდიდის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისში”. -ნათქვამია “ენმ” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.