ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოვლინდა


  • გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა ხე-ტყის უკანონო მოპოვება-ტრანსპორტირების 19 ფაქტი გამოავლინა.

დეპარამენტის ინფორმაციით, სამართალდარღვევები დაფიქსირდა კახეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში.

“უკანონოდ მოპოვებული ხე-მცენარეებისგან დამზადებული საშეშე მასალისა და მრგვალი ხე-ტყის (მორი) უკანონო ტრანსპორტირებას სამართალდამრღვევები ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ახდენდნენ.

ჯამში ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახეობის ხე-ტყე – 31 კუბურ მეტრზე მეტი მოცულობის საშეშე მერქანი და 13 ერთეული მრგვალი ხე-ტყე (მორი).

მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. 2025 წელს, ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია უკანონო ტყითსარგებლობის 1912 ფაქტი.

გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 -საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ.

მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზეც. დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, გამკაცრებულია სანქციებიც. სისტემური ღონისძიებების შედეგად, ბოლო წლებში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტების კლება ფიქსირდება – ბოლო 5 წელიწადში ამ მიმართულებით სამართალდარღვევები 50%-ით შემცირდა.”-აღნიშნულია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 34 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!