- უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსებმა დღეს დილით ხარკოვის რამდენიმე რაიონს დაარტყეს.
“სამწუხაროდ, დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. ექიმების წინასწარი მონაცემებით, 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა“, – განაცხადა ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა.
გუბერნატორმა ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, მაქსიმალურად თავი აარიდონ თავშესაფრებიდან გასვლას და განგაშის სიგნალების მიმართ ყურადღება გამოიჩინონ.