- ოკუპირებული გალის რაიონის რამდენიმე სოფელში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ხანძარმა ადგილობრივებს თხილნარები და ყანები გაუნადგურა.
ამ ვიდეოებში და ფოტოზე ჩანს, როგორ იწვის ტყე და როგორ უახლოვდება ცეცხლი დასახლებულ ადგილებსაც.
.
დე ფაქტო რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გალის რაიონში გაჩენილი ხანძრის კერები, ამ ეტაპზე, ლიკვიდირებულია. ამავე ცნობით, სოფლებში: სიდა და ზემო ბარღები, ცეცხლის ქრობის პროცესში, გალის სამაშველოს მეხანძრეები სოხუმიდან, აგუძერადან და ოჩამჩირედან ეხმარებოდნენ.
ქართული საინფორმაციოების ცნობით კი, ხანძარი ჯერ კიდევ არ არის ლიკვიდირებული გალის სოფლებში.
ქართულმა სამაშველო ჯგუფმა მზადყოფნა გამოთქვა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციაში მონაწილეობის მისაღებად.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ წუთებში, ტყის ხანძრის კერები ოკუპირებული აფხაზეთის გაგრის რაიონშიც გაჩნდა.
სპეციალურად “ზუგდიდელებისთვის”
ირაკლი გვასალია