- ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიულმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა წარადგინა პრემიერა “ხანუმა”.
სპექატკლის რეჟისორი გახლავთ რეზო შატაკიშვილი, ტექსტის ავტორი კი ავქსენტი ცაგარელი. პრემიერასთან ერთად აღინიშნა თეატრის მსახიობების, რეზო ჯოჯუასა და ზურაბ ლაშხიას, 50-წლიანი შემოქმედებითი საქმიანობა.
სპექტაკლი საქართველოს კულტურის სამინისტროს დაფინანსებითა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.

