- რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრის “თანაზიარის” ორგანიზებით მიხეილ (მაცი) ხორავას სახელობის სამხატვრო გალერეაში, ჩატარდა ღონისძიება “ხანდაზმულთა შემოქმედებითი საღამო”, სადაც ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა მოახდინეს საკუთარი შესაძლებლობების პრეზენტაცია.
მოეწყო დღის ცენტრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ხანდაზმულთა დღის ცენტრის სოციალურმა მუშაკმა და კრეატიული ხელოვნების მასწავლებელმა ეკა კაკულიამ აღნიშნა, რომ ბენეფიციარებმა თავიდან ხატვით დაიწყეს, შემდეგ კი კრეატიული ნივთების შექმნით გააგრძელეს. “დღეს, გვქონდა ბენეფციციარების პირველი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. იმედი გვაქვს, გაიყიდება მათი ნამუშევრები და შემოსული თანხით ისევ ახალ სამუშაო მასალას ვიყიდით მათი იდეების განსახორციელებლად”.
ხანდაზმულთა დღის ცენტრის ბენეფიციარებმა შეხვედრაზე წარმოადგინეს ხალხური სიმღერები.
პროექტი “უზრუნველყოთ ღირსეული ხანდაზმულობა” ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის “პარტნიორობა ჩართულობითი პოლიტიკის შესაქმნელად” ფარგლებში ხორციელდება.
პროექტს ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან:საქველმოქმედო ჰუმანიტარულ ცენნტრ “აფხაზეთთან” (GHGA) და კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდტან (KRDF) ერთად.