საჯარო მოხელეთა ხელფასი უკვე განსაზღვრულია. საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის სარგო 2750 ლარია. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს 2150 ლარი ექნება. მერის მოადგილე მიიღებს 2050 ლარს. სამსახურის უფროსი და საკრებულოს აპარატის უფროსი 1450 ლარს უნდა დასჯერდნენ. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულები 1250 ლარს მიიღებენ. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების თავმჯდომარეების სარგო 1500 ლარია. სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი /განყოფილების უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე/ 800 ლარს აიღებს. უმცროსი საჯარო თანამდებობის პირები 580 ლარიან ჯამაგირს მიიღებენ.