ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში უმცროსკლასელთა კლუბმა (ხელმძღვანელი ნათია როგავა), ჩაატარა ინტელექტულური თამაშის „ჭკუის კოლოფი“ 2017-2018 სასწავლო წლის პირველი ტური, რომელშიც ქალაქისა და რაიონის საჯარო სკოლების 22 გუნდი მონაწილეობდა.
ზუგდიდის მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის მასობრივი ღონისძიებების ორგანიზატორმა მედეა თორიამ აღნიშნა, რომ პროექტი, სასახლეში, რამდენიმე წელია წარმატებულად მიმდინარეობს და მოსწავლეებს კარგი მოტივაცია აქვთ. „თამაშების შედეგად დაგროვილი ქულები, იკრიბება და ნახევარფინალში რეინტინგით პირველი თორმეტი ქულა გადადის, ნახევარფინალიდან ფინალში კი, პირველი ექვსი გუნდი, რა თქმა უნდა, რეინტინგის მიხედვით. მე მიხარია მონაწილეების მონდომება. რაც შეეხება კითხვებს, არის კლასგარეშე ლიტერატურიდან, რომელსაც ძალიან კარგად ართმევენ თავს. გვაქვს სხვადასხვა სირთულის შეკითხვები. ფინალში გამოვლინდებიან წლის „ჭკუის კოლოფის“ ტიტულის მფლობელი გუნდები. გამარჯვებულ გუნდებს მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლე, საჩუქრად, გადასცემს წიგნებს. ასევე, დაგეგმილია ექსკურსია“. მედეა თორია ამბობს, რომ პროექტის მიზანია, თავისუფალი დროის სწორად გამოყენება, კლასგარეშე ლიტერატურის პოპულარიზაცია, წაკითხული მასალის დამახსოვრება, აღქმა და შემდეგ, შეკითხვებზე პასუხის გაცემა.