წითელი ჯვრის ზუგდიდის ფილიალი სიმულაციური ვარჯიშის ლიდერი გახდა


  • გორში პირველი დახმარების ჩემპიონატი ჩატარდა. სიმულაციური ვარჯიშის მიზანი იყო მონაწილეებს პრაქტიკულად გამოეცადათ საკუთარი თავი და გაეუმჯობესებინათ პირველი დახმარების ცოდნა და უნარები.

ღონისძიება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის მხარდაჭერითა და საქართველოს წითელი ჯვრის გორის ადგილობრივი ფილიალის მასპინძლობით გაიმართა.

ღონისძიება ორ ეტაპს მოიცავდა – სამაგიდო სიმულაციას და პრაქტიკულ რეაგირებას სხვადასხვა საგანგებო სიტუაციაზე.

ღონისძიების ფარგლებში, მონაწილე გუნდები უმკლავდებოდნენ, ისეთ გარემოებებს, როგორიცაა: მასობრივი სიტუაციები, ავტოსაგზაო შემთხვევები, შემთხვევები ყოველდღიური ცხოვრებიდან – დამწვრობა, ჭრილობა, მოწამვლა, უცხო სხეულის გადაცდენა სასუნთქ გზებში, გონების დაკარგვა და კრუნჩხვები.

ღონისძიებაზე მონაწილეობას ღებულობდნენ საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ზუგდიდის ფილიალიდან მოხალისე ტრენერები: გიგი შამუგია და დიმიტრი ძიმცეიშვილი. მათთმა გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა.

გიგი შამუგია, წითელი ჯვრის მოხალისე ტრენერი: “მე გუნდის ლიდერი მოხალისე ვიყავი, რაც ჩემთვის პროდუქტიული გამოწვევა გამოდგა. ერთ გუნდში ორი ფილიალი იყო. ჩვენთან ერთად, დმანისის გუნდი იყო. სიმულაციაში ბევრი დეტალი მოულოდნელი იყო, რაზეც სწრაფი რეაგირება მიხდებოდა. ხშირად მიწევდა იმპროვიზაცია, რაც ეფექტურად სრულდებოდა. ძალიან ამაყი ვარ, რომ შევძელით და ზუგდიდის ფილიალის გუნდმა საუკეთესო შედეგი აჩვენა. ნამდვილად აღწერს ეს ყველაფერი იმას, რომ ზუგდიდის ფილიალი განაგრძობს განვითარებას და ეფექტურ მუშაობას. ყველანაირ ტურნირზე იმარჯვებს ერთი გუნდი, მაგრამ წითელი ჯვარი და მისი ტურნირები არის შემთხვევა, როდესაც ერთის გამარჯვება ყველასთვის საზიაროა და ყველას ერთნაირად აბედნიერებს. მინდა გითხრათ, რომ საინტერესო გამოცდილებაა საველე პირობებში მუშაობა და რეალურ პირობებში რეაგირება”.

გამოცდილების გაზიარების, პირველი დახმარების ცოდნისა და უნარების გაუმჯობესების მიზნით, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, როგორც დაშავებულთა როლის შემსრულებლები, ასევე რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირები, მოხალისეები საქართველოს წითელი ჯვრის 18 ფილიალიდან.

ღონისძიების მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!