“წითელი ჯვარი” შესრულებულ და სამომავლო პროექტებზე


დღეს, “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისმა 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა მედიას და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. შეხვედრის ორგანიზატორებმა ისაუბრეს წითელი ჯვრის საქმიანობაზე დასავლეთ საქართველოში, ეკონომიკური უსაფრთხოების კუთხით განხორცილებული პროექტების მონიტორინგზე და ასევე, დაცვის და მოძიების განყოფილებების საქმიანობებზე და სამომავლო გეგმებზე.

დღევანდელ შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაზე და მათი ოჯახების მხარდაჭერის პროგრამაზე. წითელი ჯვრის საქართველოს დელეგაციის კომუნიკაციის განყოფილების უფროსის მაია ქარდავას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, მოხერხდა 393 ნეშტის მოძიება აქედან, 135 იქნა ამოცნობილი, მისივე თქმით, დანარჩენის ამოცნობის პროცესი გრძელდება და საკმაოდ დიდი რიცხვია იმ ადამიანებისა, რომლებიც უგზოუკვლოდ გაუჩინარდნენ სხვადასხვა კონფლიქტების შედეგად. „ჩვენი მონაცემებით, საქართველოში 2400-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზოუკვლოდ დაკარგულად,  ჩვენი ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობით ყველა სხვა შესაბამის პირთან ურთიერთობით, ასევე ადგილობრივ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ერთობლივად ვცდილობთ და მომავალშიც ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მაქსიმალურად შევძლოთ პასუხების მოძიება ამ ადამიანების ხვედრისა და მათი შესაძლო ადგილსამყოფელის შესახებ”. ქარდავა ამბობს, “იმ შემთხვევაში, თუ კი დამტკიცდება ისინი გარდაცვლილები არიან, განახორციელებენ ყველა საჭირო მოქმედებას საამისოდ, რომ  მოხდეს ნეშტების გახსნა, ამოცნობა და ოჯახებისთვის მათი გადაცემა.“

მაია ქარდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა,  დახმარების ერთ-ერთი მნიშვნელოვან პროგრამაზე, რომელიც გულისხმობს ეკონომიკური დახმარების აღმოჩენას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანებისთვის. მისი თქმით, პროგრამა საქართველოში ერთ წელზე მეტ ხანს ხორცილედებოდა და წელს იხურება. „ასეთი გახლავთ ჩვენი ორგანიზაციის სპეციფიკა, კონფლიქტის დროს და კონფლიქტის შემდგომ, ვინც ზარალდება, ვცდილობთ, ამ ადამიანებს დავეხმაროთ, თუმცა, შემდეგ, როცა უმჯობესდება ვითარება, ჩვენი პროგრამები წყდება და ადგილობრივი ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანებზე” .

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა შორენა გამსახურდიამ აღნიშნა, რომ წითელი ჯვარი სამომავლოდ კვლავ  აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!