- 4 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრიც შეუერთდა.
ზუგდიდის სხვადახვა საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს წიგნები, გაეცნენ ახალ ლიტერატურას, ისაუბრეს წიგნიერებაზე და ერთმანეთს გაუზიარეს წიგნიერი ემოციები.

ინფორმაციისთვის: წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საქართველოში უკვე მეთერთმეტედ აღინიშნება.
