- ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს ლოცვა-კურთხევით მეორედ გამოიცა წიგნი “ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქია”, რომელიც ეძღვნება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II ინტრონიზაციიდან 45 და დაბადებიდან 90 წლისთავს.
წიგნში ასახულია ეპარქიის წარსული და დღევანდელობა, ასევე სხვადასხვა საეკლესიო სიწმინდე. საუბარია ეპარქიაში ადრე და ამჟამად მოღვაწე სასულიერო პირებზე, განხილულია ყველა მოქმედი და მშენებარე ტაძრის ისტორია, აგრეთვე აღწერილია ეპარქიის სასულიერო გიმნაზიების და ა(ა)იპ ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიასთან არსებული, ახალგაზრდობის განათლებისა და კულტურის ცენტრის საქმიანობა,დართულია ფოტო სურათები.
წიგნი გამოიცა წარმოშობით ზუგდიდელის, ქ. თბილისის საავიაციო ქარხნის გენერალური დირექტორის ბატონი ვაჟა (პანტიკო) თორდიას დაფინანსებით.
წიგნის ავტორ შემდგენლები არიან: დეკანოზი მალხაზ ჭანტურია, იღუმენია დინარა ქვარაია, ფერიდე აფაქიძე, ზაურ ჯალაღონია და ვაჟა ფიფია.