- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის სამკითხველო დარბაზში ჩატარდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრისა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით, პროექტის “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტების” ფარგლებში მარიამ კუტალიასა და ლილე კვირკვიას პოეზიის საღამო.
პროექტში აქტიურად მონაწილეობისათვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორის მოადგილეებმა და ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის, ახალგაზრდობის, განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორმა გიორგი ფიფიამ ახალგაზრდა ნიჭიერ პოეტებს მადლობის სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიბლიოთეკის მკითხველები, მოწვეული სტუმრები და ახალგაზრდა პოეტები რომლებმაც საკუთარი ლექსები წაიკითხეს. საღამოს უძღვებოდა პოეტი შალვა ქარჩავა.
მუსიკალურად აფორმებდა ნიკოლოზ ლატარია.
პროექტი “წარმოაჩინე ახალგაზრდა პოეტები” – ფარგლებში მსგავსი საღამოები გრძელდება.