- ტურინში, იუვენტუსის მსოფლიო ჩემპიონატზე „წალენჯიხის იუვენტუსმა“ 2 დღეში 3-დან, სამივე თამაში მოიგო და უკვე 8 საუკეთესო გუნდს შორისა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.
“წალენჯიხამ პოლონეთის აკადემია, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბადეში“ მოხვდა. აკადემიის აღსაზრდელებმა, ტურნირის ორივე დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს.
გუშინ წალენჯიხამ ლონდონის იუვენტუსს 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა. პატარა ფეხბურთელებმა გუშინვე ლოს-ანჯელესიც დაამარცხეს, ანგარიშით 4-0 და ტურნირის ლიდერები გახდნენ.
წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობენ. იუვენტუსის აკადემიების ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია ასპარეზობს. „წალენჯიხის იუვენტუსის“ აკადემია ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.
„წალენჯიხის იუვენტუსის“ აღსაზრდელებს ტურინში პირადად მამუკა ხაზარაძე ახლავს და ჩემპიონატს პატარა ფეხბურთელების მშობლებთან ერთად გულშემატკივრობს”, – ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.