ძუძუთი კვება – რეალობა და გამოწვევები


ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, თემის განვითარების ცენტრმა CDC, საქართველოში აშშ-ს საელჩოს დაფინანსებული პროექტის „ღია სახლი – ქალთა გაძლიერებისათვის“ ფარგლებში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრმა მოაწყვეს მრგვალი მაგიდა თემაზე: ძუძუთი კვება – რეალობა და გამოწვევები.”შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოების ცნობადობისა და ინტერესის ამაღლება ძუძუთი კვების მნიშვნელობის შესახებ, რათა მოხდეს ძუძუთი კვების პოპულარიზაცია. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რა ინიციატივები და პროექტები ხორციელდება საზოგადოების ინფორმირებულობის გასაზრდელად ძუძუთი კვების მნიშვნელობის შესახებ ბავშვის განვითარებისა და დედის ჯანმრთელობის თვალსაზრისით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!