- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარკვეული პრობლემები შექმნა.
წაქცეულია ხეები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები, რამდენიმე სახლს დაუზიანდა სახურავი.
უწყების ცნობით, მერიის ა(ა)იპ ,”კეთილმოწყობის მართვის ცენტრი” დილიდან აქტიურად მუშაობს პრომლემების მოსაგვარებლად.
მერიაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს დაითვლის.
არსებულ ვითარებას ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მაიზერ ნანავა ეცნობიან.