- ძლიერმა ქარმა ბოტანიკურ ბაღში ძირიანად მოგლიჯა 29 ხე. ასევე, ქარმა დააზიანა 4 სკამი, 3 ნაგვის ურნა და რამდენიმე განათების ბოძი.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის დირექტორი შალვა აგუმავა “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ბაღში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა სახის სამუშაოები. “მოხდა სამწუხარო ფაქტი. ჩვენს დავარცხნილ ბაღს გადაუარა სტიქიამ. წაქცეულია 29 ხე, აქედან 12 ძირიანად ამოთხრილია. დანარჩენი გადატეხილია. დაზიანებულია ურნები, სკამები და განათების ბოძები. ამ წუთებში, გზებს და ბილიკებს ვასუფთავებთ ტოტებისგან.”
ინფორმაციისთვის: დღეს, ბოტანიკურ ბაღში შესვლა აკრძალულია.