- დასრულდა U15 და U17 წლამდე ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი, რომელსაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტული დარბაზში 3 დღის განმავლობაში მასპინძლობდა.
+102 კგ. წონით კატეგორიაში ქვეყნის ჩემპიონი ირაკლი ვეკუა (125/158/283) გახდა 15 წლამდელ ახალგაზრდებს შორის.
96 კილოგრამ წონით კატეგორიაში, იგივე ასაკის სპორტსმენებს შორის, ტატო ხვიჩია ვერცხლის მედალს დაეუფლა (83/103/186), გიორგი ესებუა (65/80/145) კი, მესამე ადგილზე გავიდა.
ინფორმაციისთვის: ჩემპიონატი საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციისა და ზუგდიდის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის ორგანიზებით იმართებოდა და მასში 16 ქალაქის 200-მდე ძალოსანი, მათ შორის 23 ზუგდიდელი იღებდა მონაწილეობას.