- მკვლევრებმა რობოტი RoBeetle შექმნეს, რომელიც გრამის მეათედს იწონის და ენერგიის გარე წყაროს არ საჭიროებს. იმის გამო, რომ რობოტში მოთავსებული ელემენტები ძალიან პატარაა, ის საწვავად მეთანოლს იყენებს, რაც სპირტის სახეობაა. რობოტს საინტერესო მუშაობის მექანიზმი აქვს:
როცა მეთანოლის ორთქლი იწვება, რობოტში ტიტანიუმის და სპილენძის შენადნობისგან დამზადებული “ხელოვნური კუნთები” იკუმშება და იჭიმება, რაც მის გადაადგილებას განაპირობებს.
კვლევის მიხედვით, RoBeetle თავისი ზომისთვის საკმაოდ მძლავრია. მას თავის წონაზე 2,6-ჯერ მეტი სიმძიმის დაძვრა შეუძლია და დამატებით 95-მილიგრამიანი საწვავის ავზი უმაგრდება, რაც მას ორი საათის მანძილზე გადაადგილების საშუალებას აძლევს.
მკვლევრები ახლა რობოტის შრომისუნარიანობის გახანგრძლივებაზე მუშაობენ. ამასთანავე, მეცნიერები იმედოვნებენ, რომ რობოტისთვის პატარა ფრთების მიმაგრებასაც შეძლებენ. “ჩვენ პირველი მფრინავი, ავტონომიური რობოტი ხოჭოს შექმნა გვინდა”, — ამბობს კვლევის თანაავტორი პერეზ არანციბია.