- 3 – 6 ნოემბერს ქუთაისში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი 7 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.
7 წლამდე ჭაბუკთა შორის ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტულ დაწესებულებათა მართვის ცენტრის საჭადრაკო სასპორტო სკოლა “ნონა“-ს მოსწავლემ, ცოტნე ნანავამ, 7 შესაძლებლობიდან 6 ქულით საქართველოს ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა (მწვრთნელი – გიორგი სართანია).
ჭაბუკთა შორის 5 ქულით ორი ზუგდიდელი მოჭადრაკე გავიდა ათეულში: თომა გამისონია (VIII ადგილი) და ილია ნანავა (IX ადგილი).