ცვლილება სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში


  • სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის დაჯავშნის ვადებში ცვლილება შედის.

მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის განკუთვნილი თარიღების დაჯავშნა, ერთი თვის ნაცვლად, თვენახევრიან ვადაში გახდა ხელმისაწვდომი.

„საგამოცდო ადგილების შევსების შემდეგ, ამავე პერიოდზე ეტაპობრივად დამატებით 3 000-ზე მეტი ადგილი დაემატება.

ეს შესაძლებლობას მისცემს იმ პირებსაც, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზით ადგილების გახსნისთანავე დაჯავშნა ვერ მოახერხეს, გამოცდაზე გასვლის თარიღი მოგვიანებით შეარჩიონ“, – აღნიშნულია მომსახურების სააგენტოს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

3 × 2 =

Akismet ანტისპამი