ცესკოს თავმჯდომარემ 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა


  • ცესკოს თავმჯდომარემ და მდივანმა 26 ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერეს.

„შემაჯამებელი ოქმი შემდგარია. ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგებო, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული ამ პროცესში. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ ამით, ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად, ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს, როგორც დროებით, ზემდგომი კომისიის მიერ არჩეულს, ასევე, პარტიულებს, დღეიდან შეუწყდათ უფლებამოსილება. დღევანდელი სხდომა მინდა დახურულად გამოვაცხადო და წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, ვულოცავ მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში”, – განაცხადა კალანდარიშვილმა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!