“ზუგდიდელების” შეკითხვაზე, არჩევნებამდე რამდენი დღით ადრე შეიძლება უბნებისთვის სამაგიდო სიების და ბეჭდების გადაცემა, ცესკო პასუხობს:
“ესეთი კონკრეტული ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში არ არის. საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებულ საბოლოო ვერსიას (საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი და საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები). ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ უნდა გამოიკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას (31-ე მუხლის მე-11 პუნქტი) არჩევნებამდე არაუგვიანეს მე-2 დღისა, 17 მაისი პარასკევი”.