ცესკო-მ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა


  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

„აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა“, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№1 – „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”;

№2 – „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის”;

№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;

№7 – „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები”;

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

№9 – „ლელო საქართველოსთვის”;

№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;

№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

№13 – „საქართველოს სოციალ – დემოკრატიული პარტია”;

№14 – „მესამე გზა”;

№15 – „სამართლიანობისთვის”;

№16 – „შეცვალე საქართველო”;

№17 – „საქართველო”;

№18 – „პროგრესი და თავისუფლება”;

№19 – „დემოკრატთა ალიანსი”;

№20 – „თავისუფალი საქართველო”;

№21 – „ტრიბუნა”;

№22 – „კანონი და სამართალი”;

№23 – „თავისუფალი არჩევანი – ახალი ალტერნატივა”;

№24 – „მწვანეთა პარტია”;

№25 – „გახარია საქართველოსთვის”;

№26 – „მემარცხენე ალიანსი”;

№27 – „ქართველ ერთობა”;

№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;

№41 – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”;

№48 – „ანა დოლიძე – ხალხისთვის”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!