ქ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში განახლდა დღეს მეცადინეობა. გამონაკლისი იყო ცაცხვის საბაზო სკოლა, სადაც მოსწავლეთა მშობლები ითხოვდნენ მეხუთე-მეექვსე კლასების დამატებას. როგორც მათ ზუგდიდის რესურსცენტრის უფროსმა გონერი პაპავამ განუმარტა, ამ ეტაპზე, ეს საკითხი ვერ მოგვარდება, რადგან ასეთი საკითხები , რომელიც ფინანსებთანაა დაკავშირებული, უნდა მოგვარდეს არა სასწავლო წლის დასაწყისში, არამედ სასწავლო წლის დასასრულს-მომავალი წლისათვის. მოსწავლეები, რომლებიც ითხოვდნენ საბაზო სკოლაში გადმოყვანას, სწავლას ისევ ცაიშის საჯარო სკოლაში გააგრძელებენ. ხოლო საბაზო სკოლაში სწავლა ჩვეულებრივად განახლდება.