- საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი, ირაკლი ჩიქოვანი მოქალაქეებს, აფრთხილებს მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვის წესები.
“იწყება ე.წ კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, იმას, რომ დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ დილის 06:00 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. მაგალითად, ისეთი, როგორიც არის: პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ანუ ერთ საათში ამოქმედდება”, – განაცხადა ჩიქოვანმა.