ჩინელების მაღაზიებში მყიდველები ნაკლებად შედიან


  • ზუგდიდში, ხალხმრავალ ჩინურ მაღაზიებში, ხალხის ნაკლებობა შეინიშნება. უკავშირდება თუ არა, ეს ჩინეთში გავრცელებულ ე.წ. “კორონავირუსს”?–ამ კითხვით “ზუგდიდელებმა” მიმართა იქ მომუშავე პერსონალს.

გამყიდველთა უმრავლესობამ არ ისურვა ვინაობის გამხელა, პირად საუბრებში კი აღნიშნეს, რომ მყიდველთა რაოდენობა ნამდვილად შემცირდა, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეს არ უკავშირდება “კორონავირუსს”.

ქალაქის ცენტრში მდებარე მაღაზია “მარის შოპში” მხოლოდ გამყიდველი გოგონები დაგვხვდნენ. გვითხრეს, რომ მათთან ხშირად შემოდიან მოქალაქეები სამედიცინო ნიღბებით. “ხშირად, გვესმის როცა აქედან გადიან მყიდველები ხუმრობით ამბობენ, ვირუსი არ დაგვემართოსო, მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას. მაღაზიაში  ნაკლები ხალხი შემოდის, არსად არ არის კარგი მუშაობა”.

კავშირგაბმულობის შენობის ტერიტორიაზე არსებულ ჩინურ მაღაზიაში გამყიდველებმა არ ისურვეს ჩვენთან საუბარი და უფროსზე, ეროვნებით ჩინელ ქალბატონზე, სახელად ტიფაზე მიგვანიშნეს. ტიფა ამბობს, რომ ქართულად საუბარი უჭირა და ვერ დაგველაპარაკება, მაგრამ იქ მომუშავე ახალგაზრდა გამყიდველის დახმარებით გვითხრა, რომ მაღაზიაში ხალხის სინაკლებეა, მაგრამ ამაში, უჩვეულო არაფერია, რადგან ახალი წლის შემდეგ, მყიდველები ნაკლებადაა და მუშაობა ჭირს.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, სწორედ ტიფას და, “მარის შოპის” მენეჯერი ქალბატონი, სახელად მარი, რომელიც მან საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ შეირქვა, საახალწლოდ (ჩინური ახალი წელი ყოველ წელს, სხვადასხვა დროს, 21 იანვრიდან–20 თებერვლამდე აღინიშნება) გაემგზავრა მშობლიურ ქვეყანაში, ქმარ–შვილისა და მშობლების მოსანახულებლად. ჩინეთში, კორონავირუსის გავრცელების გამო, ის ვერ ბრუნდება საქართველოში და მის მაღაზიების ქსელს, მისი და და ქართველი გოგონა ხელმძღვანელობენ ზუგდიდში.
ანალოგიური მდგომარეობა იყო “ზიფანს შოპში”. ახალგაზრდა გამყიდველი გოგონა მოკლე პასუხით შემოიფარგლა. გვითხრა, რომ მათთან ყოველთვის ხალხმრავლობაა. თუმცა, მაღაზიაში იმ წუთისთვის, მხოლოდ ერთი ადამიანი ათვალიერებდა გასაყიდ საქონელს.
ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდებარე ჩინურ მაღაზიაში, გვითხრეს, რომ ადრე მყიდველები უფრო მეტი ჰყავდათ, ვიდრე დღეს. “იშვიათად შემოდიან მყიდველები, ძირითადად პირბადით. მიუხედავად ამისა, მაინც ვცდილობთ დღეში 300-350 ლარის ვაჭრობას.”
სამედიცინო პირბადიანი ხალხის სიმრავლე შეინიშნებოდა ერთ-ერთ ჩინურ მაღაზიაშიც. იქ მომუშავე პერსონალმა გვითხრა, რომ მათი ხელმძღვანელობა არ იმყოფებოდა ადგილზე. “მაღაზია 2007 წელს გაიხსნა. მას შემდეგ აქ ვმუშაობ. ადრე, როგორი დატვირთვით ვმუშაობდით, ისეთივე დატვირთვით ვმუშაობთ დღესაც. ჩვენთან, ყოველთვის ხალხმრავლობაა. ხელმძღვანელობას საქონელი ლილოდან, ან თურქეთიდან ჩამოაქვს და არანაირი კავშირი არ აქვს იმ ქალაქთან, სადაც კორონავირუსია გავრცელებული. მე არ მიკეთია სამედიცინო პირბადე, თუმცა ჩვენი თანამშრომლები იყენებენ. ახალი წლის შემდეგ, ყოველთვის ასე იყო, არსად არ არის მუშაობა, ცუდი მდგომარეობაა”.-გვითხრა გოგონამ, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამხელა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!