ჩვენი ქალაქი რომ სანიმუშო იყოს


ააიპ “ზუგდიდასუფთავების ცენტრის” ინფორმაციით, 1 სექტემბრიდან, ქალაქ ზუგდიდის ქუჩებში, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი” -ს ზედამხედველობის ჯგუფის წარმომადგენლები გამოჩდნენ.მათ გამოჩენას – პირველი ორი კვირის განმავლობაში, მხოლოდ ინფორმაციული სახე ჰქონდა.ისინი მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, ინფორმაციას აწვდიდნენ სანქციებთან დაკავშირებით და უთითებდნენ მათ მიერ დაყრილი ნარჩენის ურნაში ჩაყრაზე. დღეიდან, ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრის” ზედამხედველობის ჯგუფის წევრები, ქალაქში ხალხმრავალ ადგილებში, წყვილში ივლიან. სპეციალური უნიფორმის გარდა, ისინი აღჭურვილი არიან თანამედროვე ტიპის დამხმარე საშუალებებით – პლანშეტებით, სამხრე კამერებით, რათა თავიდან იქნას აცილებული კონფლიქტური სიტუაციები. ზედამხედველობის ჯგუფი ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, უფლებამოსილია, შეადგინოს საჯარიმო ოქმი.ააიპ ,,ზუგდიდდასუფთავების ცენტრი”-ს ზედამხედველობის ჯგუფის წევრები მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენის დაყრისთვის 15 სექტემბრიდან დააჯარიმებენ. “ზუგდიდელებთან” ზედამხედველობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ვლადიმერ ნაჭყებიამ აღნიშნა, რომ ქალაქში საჯარიმო სანქციების შემოღება აუცილებელი და საჭირო იყო. მისი თქმით, წამოწყებულ იდეას, მოქალაქეებიც დადებითად ხვდებიან. “გვინდა, ჩვენი ქალაქი იყოს სუფთა, მოწესრიგებული და ლამაზი. ყველას ჰქონდეს ჯანსაღ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა. დღეს, მოვიარეთ ზუგდიდის ტერიტორია და შედეგიც დაეტყო ქალაქს. მოსახლეობა მიესალმება ჩვენს წამოწყებულ საქმეს. ჩვენი დიდი სურვილია, მოქალაქეები დაგვიდგნენ გვერდში და ერთობლივად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის იერ-სახისთვის”.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!