ჩვენი მოჭადრაკეების მორიგი წარმატებები


ბათუმში, სამეგრელოს რეგიონის მოჭადრაკეთა ბრწყინვალე შედეგით დასრულდა საქართველოს რეგიონული მოსწავლეთა გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში. რეგიონის ნაკრებმა საქართველოს ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

სამეგრელოს რეგიონის გუნდი შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა: გიორგი ნაყოფია, მაია ბეჭვაია, აკაკი ყალიჩავა, ელენე წოწონავა, თეიმურაზ კვიკვინია, ლიზი ფოჩხუა, კახაბერ კიზირია, ანა სანიკიძე. გუნდის კაპიტანი – დიმიტრი კვარაცხელია. გუნდის მწვრთნელი – ირაკლი გეთია.

მოჭადრაკეები დააჯილდოვეს ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკეებმა: ნონა გაფრინდაშვილმა, მაია ჩიბურდანიძემ, ნანა ალექსანდრიამ და ნანა იოსელიანმა.

საქართველოს ჩემპიონატის მონაწილეები ასევე დაესწრნენ მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას.