“ჩვენ ვსწავლობთ სასახლის ისტორიას”


ქ.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ნორჩ ჟურნალისტთა კლუბის “ახალი “სარკმელი” წევრებმა, თავიანთ ტრადიციულ “ხუთშაბათობაზე”, სტუმრად, კოლორიტი ზუგდიდელი, საზოგადოება “ზუგდიდელის” წევრი, კარლო ვეკუა მიიღო. სტუმართან დღევანდელი საუბარი წარიმართა სლოგანით “ჩვენ ვსწავლობთ სასახლის ისტორიას”. ბატონმა კარლო ვეკუამ ახალგაზრდებთან საუბარში გაიხსენა ძველი ზუგდიდის ინფრასტრუქტურა, თავისი ბავშვობა, ვაჟთა სკოლაში სწავლის პერიოდი. სტუდენტობა, ენგურჰესის მშენებლობაზე, ჩაის მრეწველობაში და ზუგდიდის ცენტრალურ სტადიონში გატარებული წლები. არაერთი კოლორიტი ზუგდიდელის სახელმა და საქმემ გაიჟღერა შეხვედრაზე. კლუბის წევრებს, ბატონი კარლო მოუყვა, როგორ გამოიყურებოდა წლების წინ სასახლე, რა წრეები იყო გახსნილი მოსწავლეებისათვის, ვინ ხელმძღვანელობდა ამ საქმეს. ზუგდიდის გუშინდელმა დღემ და ხვალინდელ დღეზე უფროსი თაობის წარმომადგენლის ფიქრებმა, ნორჩ ჟურნალისტებში, დიდი ინტერესი გამოიწვია. მათ სტუმარს დაუსვეს შეკითხვები. შეხვედრა მოსალოდნელზე მეტი დრო გაგრძელდა. ბატონი კარლო ვეკუა შეჰპირდა ახალგაზრდებს, ითანამშრომლებდა მათთან და კვლავაც შეხვდებოდამათთვის საინტერესო თემებზე სასაუბროდ. შეხვედრა დასრულდა ლიმონიანი ქართული ჩაით და სამახსოვრო ფოტოს
გადაღებით.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=h5zTCbK48f0[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!