“ჩვენ ვირჩევთ”


ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დედათა ასოციაცია ,,დეამ” პროექტის ,,ჩვენ ვირჩევთ” პრეზენტაცია გამართა. პროექტის დონორი საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრია.

პროექტის “ჩვენ ვირჩევთ” პრეზენტაციას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სახალხო დამცველის რეგიონული რწმუნებულის, მედიისა და ახალგაზრდობის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

პროექტის მიზანია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საარჩევნო და სამოქალაქო კულტურის განვითარებისა და პოლიტიკური წიგნიერების ამაღლების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში ქალაქ ზუგდიდსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 15 მსხვილ თემში კომპლექსური ღონისძიებები განხორციელდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!