- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა ტურნირი “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა მინი ფეხბურთში“, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ფეხბურთელთა გუნდებმა მუნიციპალიტეტის 12-ზე მეტი ადმინისტრაციული ერთეულებიდან.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის ინფორმაციით, ფინალში ერთმენეთს დაუპირისპირდნენ განმუხურისა და ტყაიის ნაკრები გუნდები. დაძაბულ ორთაბროლაში გაიმარჯვეს ტყაიელმა ფეხბურთელებმა ანგარიშით 6:3.
პირველი ადგილი მოიპოვა ტყაიის გუნდ
მა ,,ოდაბადე”.
მეორე ადგილი განმუხურის გუნდმა ,,ეგრისი”.
მესამე ადგილი ახალაბასთუმანის გუნდმა “კოლხი”.
გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდნენ შესაბამისი ხარისხის თასებით, მედლებითა და დიპლომებით.