შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საჭიროებებზე ზუგდიდში სპეციალური საბჭო იმუშავებს. დებულება საკრებულომ მორიგ, ერთ-ერთ სხდომაზე დაამტკიცა. საბჭო ანგარიშვალდებული იქნება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, რომელსაც წელიწადში ერთხელ გაწეული სამუშაოების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.საბჭო საქმიანობაში შევა პროექტების შემუშავება და დაგეგმვა, რომელიც უკავშირდება ამ ადამიანების საჭიროებებს, მათ ინტერესს, შშმ პირთა ინტეგრაციას, კონფერენციების, მრგვალი მაგიდის მოწყობა პრობლემების განხილვის მიზნით, რეკომენდაციების წარდგენა ადგილობირვი თვითმმართველობის ორგანოებისთვის,- ეს ის მიმართულებებია, რაც საბჭოს კომპეტენციის ფარგლებში განესაზღვრა. – განაცხადა საკრებულოს სხდომაზე იურიდიული და სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ სარიამ.