შსს: პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

“დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღების მომზადების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან: წარსულში ნარკოდანაშაულისათვის ნასამართლევი, 2003 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1978 წელს დაბადებული კ.კ., რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1981 წელს დაბადებული გ.კ. და იორდანიის მოქალაქე 2003 წელს დაბადებული ო.ა.

დანაშაულები 20-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: ,,კოკაინი“, „მდმა“, „ლიზერგიდი“, ფსიქოტროპული ნივთიერებები და “მარიხუანა” ამოიღეს. ასევე, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისთვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით მცენარე კანაფი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე, 18-260-ე, 265-ე და 273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.”-აღნიშნულია შსს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 25 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!