- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მდინარე ენგურზე სამაშველო ღონისძიება მიმდინარეობს.
მდინარიდან უკვე ამოყვანილია სამი მოქალაქის ცხედარი. დამატებით გრძელდება კიდევ ერთი მოქალაქის სამძებრო-სამაშველო ღონისძიება.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს.