შოთა მესხიას უნივერსიტეტში “მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026” გაიმართა


  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში “მეცნიერების რეგიონული ფესტივალი 2026” გაიმართა. მეცნიერების რეგიონული ფესტივალის მთავარი მიზანია რეგიონში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პოპულარიზაცია, ინოვაციური იდეების მხარდაჭერა და ახალგაზრდების აქტიური ჩართვა თანამედროვე ტექნოლოგიებსა თუ საერთაშორისო პროექტებში.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, უნივერსიტეტში, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრის ბაზაზე, ოფიციალურად გაიხსნა სამშვიდობო სწავლების ცენტრი, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს რეგიონში სამშვიდობო ინიციატივებისა და აკადემიური დიალოგის გაღრმავებაში.

სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ პარტნიორი უნივერსიტეტებისა და კვლევითი დაწესებულებების საგამოფენო სტენდები და დასწრებოდნენ გასტრონომიის აკადემიის მასტერკლასებს.

ასევე, გაიმართა „ჰორიზონტი ევროპის” ეროვნული საკონტაქტო პირების (NCP) საინფორმაციო შეხვედრა მკვლევარებთან, ირაკლი ჩოკორაიას საჯარო ლექცია სტუდენტებთან, მოსწავლეებთან და დაინტერესებულ პირებთან თემით: ,,ბიოტექნოლოგიები“ და მსოფლიო დონის სამეცნიერო ცენტრის – CERN-ის საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამა: ნაწილაკების ფიზიკის საფუძვლებისა და CERN-ის ექსპერიმენტების გაცნობა თეორიული ლექციების სახით, ასევე პრაქტიკული სამუშაო კომპიუტერულ კლასში CERN-ის რეალური მონაცემების გასაანალიზებლად.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

2 + 20 =

Akismet ანტისპამი