შოთა მესხიას ზუგდიდის უნივერსიტეტის ბაზაზე კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს


  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ბაზაზე ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შენობა პირველ სტუდენტებს ინფორმაციული ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, განათლებისა და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებების პროფესიულ პროგრამებზე ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ შვიდასი ათასი ლარია. უნივერსიტეტის ბაზაზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ქალაქის მერთან გეგა შენგელიასთან ერთად გაეცნო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!