შოვში სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები გრძელდება


  • ადრე დილიდან მიმდინარეობს, შოვში, სამძებრო და გაწმენდითი სამუშაოები. მუშაობს მძიმე ტექნიკა, მაშველთა ჯგუფი.

დღეს, შოვის ტრაგედიიდან მე-13 დღეა. ამ დროისთვის, ნაპოვნია 25 გარდაცვლილის ცხედარი, იდენტიფიცირებულია 20, ეძებენ 8 ადამიანს. წყაროს ცნობით, მიწის გაწმენდისას, ნაპოვნია ადამიანის რამდენიმე ფრაგმენტიც.

სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს რიონის ხეობაში და მდინარე ჭანჭახის კალაპოტშიც.

ამ დროისთვის, გაწმენდილია დამეწყრილი ტერიტორიის 90 პროცენტზე მეტი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

one + six =

Akismet ანტისპამი