- შსს უწყების სახელით მობილური ოპერატორების აბონენტებთან დაგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს ,,UCKEBA”-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”.
„ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.
აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,-ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.