- ზუგდიდის მერი მამუკა წოწერია, მოადგილე ბესიკ ჭეჟიასთან და სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროს ნინო სხულუხიასთან ერთად, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ლაშა ქარდავას შეხვდა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო დევნილთა საჭიროებებსა და სამომავლო გეგმებს.
მერმა ლაშა ქარდავას ის მუნიციპალური სერვისები გააცნო, რასაც ზუგდიდის მერია დევნილი მოსახლეობისთვის ახორციელებს.
მინისტრმა ზუგდიდის მერს და მერიის თითოეულ თანამშრომელს დროებით დევნილი მოსახლეობისადმი გამოჩენილი ყურადღებისა და მიმდინარე პროცესებში აქტიურად ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.