- დღეს, მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას ბიუროსთან მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ: “მონა”, “პენსიების ქურდი”.
“შეცვალეს” წევრების თქმით, მაჟორიტარმა დეპუტატმა ხალხს პროპორციული სისტემა წაართვა.
აქტივისტებს სურდათ, მაჟორიტარი დეპუტატისთვის, ბიუროში, დაეტოვებინათ სიმბოლური მედალი და სიგელი. მათ ბიუროს შენობაში შესვლის უფლება არ მისცეს ბიუროს თანამშრომლებმა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი ბაღათურიამ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ მოძრაობა “შეცვალეს” აქტივისტებმა “არასწორი მეთოდებით მოაწყვეს აქცია”: “მათ სურდათ შემოსულიყო ძალიან ბევრი როდენობა ადამიანებისა და მოეწყოთ პროვოკაცია ბიუროში, ამის საშუალებას ჩვენ ნამდვილად არ მივცემდით, ვინაიდან, ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან ბევრ მოქალაქეს ვემსაურებით, ამ მომენტშიც აქ ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფება და პრევენციის მიზნით ვერ დავრთეთ უფლება ჯგუფურად შემოსულიყვნენ.”
ადგილზე მობილიზირებული იყვნენ სამართალდამცავები.
აქცია ამ წუთებში დასრულებულია.