“შესცივდებათ, მოშივდებათ და დაიშლებიან”?!


 რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებმა დევნილებმა შიმშილობა დაიწყეს. ისინი ითხოვენ სოციალური სტატუსის აღდგენას,  სოციალური პირობების გაუმჯობესებას. მათ უკვე შეაგროვეს სიმბოლურად თითო-თითო ლარი, შეიძინეს შეშა, გაათბეს საერთო დერეფანი და შიმშილობა დაიწყეს,
– როგორც ისინი ამბობენ ეს არის პასუხი  დევნილთა სამმართველოს  ხელმძღვანელის მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებაზე “შესცივდებათ, მოშივდებათ და დაიშლებიან”.
დღეს, საპროტესტო აქცია დილიდან გამართეს რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებმა დევნილებმა. ისინი ითხოვენ სოციალური სტატუსის აღდგენას,  ზამთარში შეშით უზრუნველყოფას და ზოგადად, სოციალური პირობების გაუმჯობესებას. დევნილები ამბობენ, რომ უმძიმეს პირობებში უწევთ ცხოვრება — შენობას აწვიმს, ნესტია,  რის გამოც ბავშვები ხშირად ცივდებიან და ავადმყოფობენ.

მათ დახმარებისთვის რამდენიმეჯერ მიმართეს დევნილთა სამმართველოს  ხელმძღვანელს მანუჩარ ჩილაჩავას. დევნილთა თქმით,  ბატონი მანუჩარი მათთან სიტუაციის გასაცნობად  არასდროს მისულა,  არ პასუხობს მათ ზარებს და მათთან არანაირი კონტაქტი არა აქვს.  დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელმა  მანუჩარ ჩილაჩავამ,  ჩვენთან საუბარში აღნიშნა: «ჩვენი თანამშრომლები ინტენსიურად ხვდებიან რაიონულ საავადმყოფოში მცხოვრებ დევნილებს და ეცნობიან მათ მდგომარეობას. რაც შეეხება  შეშით უზრუნველყოფას, 2015 წლის ბიუჯეტში არ ყოფილა გათვალისწინებული შეშის 200 ლარიანი ვაუჩერი და ჩვენ ცალკე ვერ გამოვუყოფთ მათ. მაგრამ ჩვენ მერიასთან ვთანამშრომლობთ,  ვითვალისწინებთ, რომ  შენობაში მცირეწლოვანი ბავშვები არიან და მათ უახლოეს დღეებში მივუტანთ შეშას. რაც შეეხება სოციაური სტატუსის აღდგენას, მათ შეწყვეტილი არ აქვთ, ჩემი ინფორმაციით, გადამოწმების, მიზნით დროებით შეჩერებული აქვთ.სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, დევნილები აპირებენ, რომ ამ ეტაპზე, საკუთარი სახსრებით შეიძინონ შეშა და პარალელურად დაიწყონ შიმშილობის აქცია.”


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!