- ზუგდიდის მერობის ერთ-ერთი კანდიდატის გეგა შენგელიას საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიქოვანი გამოეხმაურა ზუგდიდის საოლქო კომისიაში 14 მაისს მომხდარს ფაქტს სამაგიდო სიებისა და რეგისტრატორების ბეჭდების უბნებზე გადაცემის შემდეგ მომხდარ მოვლენებზე.
მან განაცხადა, რომ “არცერთი ნორმატიული აქტის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და კომისია მოქმედებს რეგლამენტით გათვალისწინებული მუხლებით, თუმცა იმისათვის, რომ არ იყოს რაიმე შეკითხვა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ხელახლა დაამზადებენ ბეჭდებს და ხელახლა გადაუგზავნიან უბნებს”.
14 მაისს, საოლქო-საარჩევნო კომისიამ რამდენიმე საარჩევნო უბანზე სამაგიდო სიები და რეგისტრატორების ბეჭდები გასცა. რაც ოპოზიციის განცხადებით, იყო არჩევნების გაყალბების მცდელობა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განაცხადებით კი, ზუგდიდის საარჩვენო კომისიის თავმჯდომარეს მირანდა მესხს კანონი არ დაურღვევია. მათი განმარტებით, უბნებისთვის სამაგიდო სიების და ბეჭდების გადაცემა კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, კანონთან შესაბამისი ქმედება იყო. კენჭისყრამდე რამდენიმე დღით ადრე, კანონთან შესაბამისი ქმედება იყო.