პოლიციასა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ შორის მაშინ, როცა პარტიის წევრები, რკინის ბოძზე, აკრავდნენ პლაკატებს, სადაც აღბეჭდილია ქალაქის საკრებულოს იმ წევრების სახელები, გვარები და ფოტოები, ვინც ხელი მოაწერა მუნიციპალიტეტების გაერთიანებას.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=RbLOh2P61jE[/embedyt]ენმ-ს და ქალაქის საკრებულოს წევრმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ჩვენ დილიდან შევუერთდით მოქალაქეებს, რომლებიც მთელი ქალაქის მასშტაბით აკრავდნენ ამ პლაკატებს, სადაც არის იმ ადამიანების სახელი და გვარები, რომლებმაც ასწიეს ხელი ქალაქისათვის სტატუსის ჩამორთმევაზე. „ნაციონალური მოძრაობა“ შევუერთდით და მათთან ერთად გავაკრავთ ამ პლაკატებს, რომ მთელმა ქალაქმა იცოდეს, მთელს ქალაქს მუდმივად ახსოვდეს ვინ არიან ის ადამიანები, ვინც სამარცხვინო გადაწყვეტილებას საკუთარი ნებით მოაწერა ხელი.
როგორც საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკადუამ ჟურნალისტებს უთხრა, ისეთ ადგილას პლაკატის გაკვრა, სადც ეს არ არის გათვალისწინებული ითვლება ქალაქის იერ-სახის დამახინჯებად, მაგრამ, არ უნდა განხორციელდეს შერჩევითი სამართალი,როცა ქალაქში ჯერ კიდევ არ არის ჩამოხსნილი წინა არჩევნების პლაკატები.