შეიქმნება ონლაინბაზა ძალადობის მსხვერპლთა დასახმარებლად


დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ზუგდიდის ოფისში გაიმართა პროექტის „ოჯახში ძალადობისა და გენდერული მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის’’ პრეზენტაცია. საიას ზუგდიდის ოფისის ხელმძღანელმა შეხვედრაზე ისაუბრა პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებზე 

და აღნიშნა, რომ საია ძალადობის მსხვერპლებს   დაეხმარება  არა მარტო კონსულტაციით, არამედ  სასამარლოში საადვოკატო მომსახურებით. მისი თქმით, სერვისის ეფექტური განხორციელებისათვის შეიქმენება ონლაინ ბაზა, სადაც ყველა ორგანიზაცია იქნება გაერთიანებული და მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას შეიყვანენ. „ამ მექანიზმის მეშვეობით გვექნება საშუალება, რომ დროული დახმარება გავუწიოთ მათ, ასევე ძალადობის მსხვერპლნი გაივლიან გადამზადების კურსებს, რაც მათ დასაქმებაში შეუწყობს ხელს.’’ [embedyt] http://www.youtube.com/watch?v=pFi1y4xYCJM[/embedyt] შეხვედრაზე ცნობილი გახდა, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც ძალადობის მსხვერპლებს ერთჯერად დახმრებას უწევს.

ასოციაცია „დეას’’ ხელმღვანლის მადონა ხარებავას თქმით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები რჩებიან უხილავები  საზოგადოებისათვის. მისი თქმით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს და დაზარალებულებს  განსხვავებული მიდგომა სჭირდებათ, ამისათვის კი მეტი ინფორმირებულობაა საჭირო. „ვერ ვიტყვი, რომ პოზიტიური ნაბიჯები არ გადადგმულა საქართველოში. პირველი მიმართულება გახლავთ საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მეტნაკლებად ნორმალური გვაქვს, თუმცა, ვფიქრობ, რომ გენდერულ თანასწორობაზე და ძალადობაზე მაინც ნეიტრალურია კანონი’’.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 5 კვლევის და სამი სახის ბროშურის მომზადება და ასევე ცნობიერების ამაღლების კამპანია.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!